|
2018-06-11 15:46:26, 1030 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გაჩეჩილაძე - პროგრამა „აწარმოე საქართველოში" რომ არა, საწარმოში ფულის ჩადებას ვერ გავრისკავდით
შპს „ტიფლის ტექსტილის" დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ „ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ძალიან მნიშვნელოვანია და ეფექტურად მიმდინარეობს. მისი საწარმო, პროგრამის ორი კომპონენტით სარგებლობს - ფინანსებზე ხელმისაწვდომობის და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით. „ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეფექტურად მიმდინარეობს. ჩვენც მისი ბენეფიციარები ვართ. რომ არა ეკონომიკის სამინისტროს ეს პროექტი, ჩვენ ამ საწარმოში ფულის ჩადებას ვერ გავრისკავდით და არ ჩავდებდით,. „პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ის ძვირი ფული, რომელიც ბაზარზე არსებობს საკრედიტო რესურსის სახით, ჩვენთვის 2 წლის მანძილზე იაფი ყოფილიყო. ამან გადაგვაწყვეტინა, ინვესტიცია ქარხნის მშენებლობაში ჩაგვედო," - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ. „ტიფლის ტექსტილი" ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი, თუმცა ევროკავშირში ექსპორტის განხორციელებას გეგმავს. „ეს ის მიმართულებაა, რითაც ადგილად შევძლებთ ევროგაერთიანების ბაზარზე შესვლას. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან, რითაც აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ," - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, ეს პროგრამა უნდა გაგრძელდეს. „პროგრამა „აწარმოე საქართველოში", ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული შესაძლებლობით ბევრი ისარგებლებს და საქართველოს მასშტაბით კიდევ არაერთი საწარმო გაიხსნება," - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შპს „ტიფლის ტექსტილს" საწარმოს ასაშენებლად თბილისში, საიროს ქუჩის 81-ის მიმდებარედ 9492 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადაეცა. ასევე პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში თითქმის 190 000 ლარის თანადაფინანსება მოხდა სახელმწიფოს მხრიდან. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით კომპანიამ, შპს „ტიფლის ტექსტილ" საწარმოს თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვა. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 6 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
(NS)
რუსეთი უკრაინაში ყოველთვიურად 6000-ით მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე ახლებით ავსებს
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
კრემლმაCIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ გამოსცადა ბირთვული რაკეტა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია
თბილისში რუსეთის მოქალაქე მოკლეს, დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
რუსეთმა კიევსა და კრივოი როგზე იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)