06:26 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 14:35:57, 609 ნახვა

საზოგადოება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და კომპანია Global Maritime Consultants Group-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ხელი მოაწერა კომპანია Global Maritime Consultants Group-თან ხელშეკრულებას გენერალური აგენტირების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დროშის ქვეშ ხარისხიანი გემების მოზიდვას. კომპანია Global Maritime Consultants Group მსოფლიოს 17 ქვეყანაში 70 წარმომადგენლობითი ოფისით ოპერირებს.

ხელმოწერის ცერემონია ქ. ათენში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო გამოფენა “POSIDONIA 2018’’-ის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით 2018 წლის 4-8 ივნისს საქართველოს საზღვაო ინდუსტრია მასშტაბური ეროვნული პავილიონით წარსდგა. მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიის დავოსად ცნობილ, უმსხვილეს გამოფენა პოსიდონია 2018 -ზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოს საზღვაო ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად, საგამოფენო სივრცეში 75 კვ.მ პავილიონით იყო წარმოდგენილი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მსოფლიოში უმსხვილეს გემთმფლობელთა ასოციაციის "ბერძენ გემთმფლობელთა ასოციაცია" პრეზიდენტ თეოდორე ვენიამინს შეხვდა. შეხვედრისას თამარ იოსელიანმა ბატონ ვენიამისს გადასცა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევა საქართველო საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე. როგორც თეოდორე ვენიამისმა აღნიშნა,  ტრადიციულად ბერძენი გემთმფლობელები საქართველოს საზღვაო დროშითა და ზოგადად საქართველოს საზღვაო პოტენციალით  დაინტერესებულნი არიან.

ღონისძიების ფარგლებში ასევე, გაიმართა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები როგორც უცხოურ პრესასთან, ისე მსხვილ გემთფლობელებთან და საზღვაო სფეროს სხვა წარმომადგენლებთან.  შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს საზღვაო სექტორის პოტენციალი, ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხი, უცხოური გემთფლობელების საკუთრებაში არსებული გემების დარეგისტრირება ქართული დროშის ქვეშ და საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი GIMF2018, რომელიც გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ქ. ბათუმში 12-14 სექტემბერს.

POSIDONIA2018 წარმოადგენს მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიაში ყველაზე ცნობად და მნიშვნელოვან ღონისძიებას. გამოფენა ტარდება 2 წელიწადში ერთხელ, სადაც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ხელისუფლებები, ნავსადგურები, ტერმინალები, სანაოსნო კომპანიები და სხვა საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები. 1969 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ POSIDONIA 1,9000-მდე მონაწილეს აერთიანებს 92 ქვეყნიდან და წარმოადგენს საერთაშორისო მასმედიის დიდი ინტერესის საგანს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics