06:27 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 14:29:25, 737 ნახვა

საზოგადოება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნულ შეჯიბრი იწყება

საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნულ შეჯიბრში.

პროექტში მონაწილეობა უფასოა და მასში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 15 ივნისამდე გრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdzIVXMLSbHgFekTh8UYWgA4xC8_SaVZSZXEa7wMlU5rQqTfw/viewform

პროექტი იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia) მიერ ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.   პროექტის ფინალური რაუნდის მხარდამჭერია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება საქართველოში". 
პროექტი წარიმართება ინგლისურ ენაზე და ის მიზნად ისახავს, საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებში საერთაშორისო სასამართლოების საქმიანობისა  შესახებ, სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ სტუდენტებს, ერთი უნივერსიტეტიდან რეგისტრაცია შეუძლია გაიაროს  ერთზე მეტმა გუნდმა. თუმცა ერთ გუნდში ვერ იქნებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება არ აქვთ გასული წლის ნახევარფინალისა და ფინალისტ გუნდებს. შეჯიბრში მონაწილე გუნდი უნდა შედგებოდეს სამი წევრისგან. 

ეროვნული შეჯიბრი 2018 წლის 21-22 ივლისს გაიმართება, მანამდე კი აპლიკანტებს რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ. რეგისტრაციის შემდეგ, სტუდენტები 18 ივნისს გაივლიან ტესტირებას, წარმატებული გუნდებისთვის შემდგომი ეტაპი იქნება წერილობითი პოზიციების მომზადება. საუკეთესო გუნდები გამოვლინდებიან 13 ივლისს. შეჯიბრის ნახევარფინალი გაიმართება 21 ივლისს, ხოლო ფინალი 22 ივლისს. 

საერთაშორისო სასამართლოების იმიტირებული პროცესის ფინალური რაუნდი ჩატარდება ქალაქგარეთ, რომლის ფარგლებშიც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის სხდომის იმიტაცია გაიმართება.  შეჯიბრის ფარგლებში სტუდენტებს მოუწევთ 3 საერთაშორისო სასამართლოს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს - იმიტაცია. 

პროექტის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ორგანიზატორების მიერ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics