2018-06-11 12:13:06, 875 ნახვა
სამართალი
რუსთაველის გამზირზე სამი პირი დააკავეს
რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგა საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათ დაკავება ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის მოხდა.
არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე განთავსებულ ერთ-ერთ კარავში დაპირისპირება მოხდა. ვითარების განმუხტვას ადგილზე სამართალდამცველები ცდილობდნენ და ერთი პირი ტერიტორიიდან გაჰყავდათ, რის საშუალებასაც მათ აქციის სხვა მონაწილეები არ აძლევდნენ. სწორედ აღნიშნულის გამო მოხდა რამდენიმე პირის დაკავება.
ავტორი: ,