07:28 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-10 23:26:08, 1878 ნახვა

სამართალი
მირზა სუბელიანისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო განცხადებას ავრცელებს

მირზა სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.

„2018 წლის 10 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულ მ.ს-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

მ.ს.-ს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

საქმე ეხება 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის ფაქტს. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულისთვის ცნობილი იყო გ.ჯ.-ს მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რომლის თაობაზეც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფაქტობრივი (მტკიცებულებითი), ისე ფორმალური (საპროცესო) საფუძვლები. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ გრძელდება გამოძიება დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩამდენი პირების ვინაობის დადგენისა და გამოვლენის მიზნით, შესაბამისად ჩათვალა, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში შესაძლოა მ.ს.-მა ჩაიდინოს ახალი დანაშაული, კერძოდ ხელი შეუშალოს გამოძიებას მტკიცებულებათა მოპოვებაში და ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე, რომლებიც მისი ოჯახის წევრები და ნათესავები არიან“, – აღნიშნულია სასამართლო განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics