|
2018-06-09 10:54:05, 952 ნახვა
სამართალი
სარალიძე: ძალიან ვთხოვ შსს-ს, ამ სისულელეებს მორჩნენ - მე ვითხოვ კონკრეტული პირების დაკავებას
„რას მეთამაშებიან?! იგივე პროცედურებს გადის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რასაც პროკურატურაგადიოდა“, - ასე გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, შსს-ს მიერ მოწმეზე ზეწოლის ბრალდებით მერაბ მორჩაძის დაკავების ფაქტს. როგორც მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, მორჩაძის დაკავება მის გეგმებს არ შეცვლის. „ინფორმაცია, თითქოს მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ეს პირი ახდენდა, ეს არ არის ახალი და უცხო ჩემთვის. ამასთან დაკავშირებით ძიება დაიწყო 11 აპრილს, როდესაც მიხეილ კალანდიამ ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს. ამაზე ინფორმირებულია ზვიად ფხაკაძე, საქმის პროკურორი. ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ სისულელეებს მორჩნენ და შაბათს უკვე ველოდები შედეგებს. მე აქ ვითხოვ კონკრეტული პირების დაკავებას და არა ზღაპარიკოს აღმოჩენას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლა კი არ აღმოაჩინა, ზვიად ფხაკაძე პირდაპირ მეუბნებოდა, წარმოგიდგენ იმ სამ პირს, რომლებმაც მიხეილ კალანდიაზე განახორციელეს ზეწოლაო. უბრალოდ, ახლა გავიგე სახელი და გვარი. ეს არის უმსგავსობა. რას მეთამაშებიან, იგივე პროცედურებს გადის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რასაც გადიოდა პროკურატურა... რა მერაბ მორჩაძე, მკვლელებზე მაქვს ლაპარაკი“, - განაცხადა სარალიძემ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)