2018-06-09 09:35:20, 1873 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი 2.4538 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან კი, გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.4538 ლარი ღირს, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4506 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.8815 ლარია, დღემდე, მისი შეძენა 2.8978 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0163 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,