05:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 19:45:48, 1405 ნახვა

სამართალი
მერაბ მორჩაძე: არ ვიცი, რა ბრალდებით დამაკავეს, ერთ-ერთი მოზარდის ნათესავი ვარ

არ ვიცი, რა ბრალდებით ვარ დაკავებული, გამოვალ და მერე გეტყვით, – ამის შესახებ  მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულმა მერაბ მორჩაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი  მოზარდის ნათესავია.

„საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს  რა ხდება. მოვიდნენ ეს ადამიანები და წამომიყვანეს. დამადეს ბორკილები წამობრძანდითო.  ჯერ არაფერს მედავებიან, არაფერი არ უთქვამთ. ერთ-ერთი მოზარდის ნათესავი ვარ. მართლა არაფერი ვიცი. სიმართლე არ მგონია, რომ დაიკარგოს“, – განაცხადა მორჩაძემ შსს-ში შესვლამდე.

ცნობისთვის, მორჩაძის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

როგორც  უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზეა დაკავებული.

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით  დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე. 

მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics