16:45 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 19:13:08, 1349 ნახვა

საზოგადოება
პაციენტს შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მისთვის გამოწერილი მედიკამენტები

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმს ნერგავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და საექიმო საზოგადოებას შეხვდა.

მინისტრმა მედიკოსებს ახალი ინსტრუმენტი გააცნო, რომელიც პაციენტს ექიმის მიერ გაცემული დანიშნულების მიზნობრიობის გაკონტროლების საშუალებას 1-ლი ივლისიდან მისცემს. მან პრობლემის აღმოსაფხვრელად ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზე გააკეთა აქცენტი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ კი, მკურნალობის პროცესში პაციენტის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამაში ახალი ინსტრუმენტის როლი გამოჰყო.

პლატფორმის მეშვეობით, პაციენტი სამუშაო ჯგუფთან ონლაინ რეჟიმში გადაამოწმებს, ჭარბია თუ არა ექიმის მიერ მისთვის გამოწერილი მედიკამენტები. დანიშნულების კორექტირების საჭიროების შესახებ კი, პასუხს სამი დღის განმავლობაში მიიღებს, რის შემდეგაც ექიმს პაციენტისთვის დანიშნულების მართებულობის განმარტება მოუხდება.

არადამაჯერებელი არგუმენტაციის შემთხვევაში, პაციენტი დანიშნულებას განმეორებით ატვირთავს, ხოლო კომისია უკვე მკურნალი ექიმისგან გამოითხოვს ინფორმაციას, რატომ არ დაკორექტირდა დანიშნულება. არასათანადოდ არგუმენტირების შემთხვევაში კი, ექიმი კომისიის წინაშე წარსდგება.

ახალი ინსტრუმენტი პაციენტს მისი კლინიკური მდგომარეობისთვის მიზნობრივზე მეტი პრეპარატის მიღებისგან დაიცავს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გამოძიება- ახალგაზრდა ორბანი საიდუმლო სამსახურების ინფორმატორი იყო, მისი მხილებები, სავარაუდოდ, მოსკოვში მიდიოდა
კონგრესმენები თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მომავალ კვირას გეგმავენ
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics