05:37 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 11:38:16, 848 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და საფრანგეთს შორის წყლის რესურსების მართვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არტუა პიკარდის წყლის სააგენტოს (საფრანგეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ და არტუა-პიკარდის წყლის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ბერტრანდ გალტიემ   მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები მიზნად ისახავენ ორ ქვეყანას შორის ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას საკუთარი გამოცდილების სფეროში, რომელიც მოიცავს წყლის რესურსების ინტეგრირებულ მართვას, მონაცემთა შეგროვებასა და ცოდნის გაღრმავებას წყლის გამოყენების მიმართულებით.

ამდენად, აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, ინტეგრირებული წყლის რესურსების მართვის სფეროში მხარეები გამოხატავენ მზაობას, სამი წლის ვადით დაიწყონ თანამშრომლობა, მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

„დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელს ვაწერთ ურთიერთანამშრომლობის შეთანხმებას საფრანგეთის წყლის სააგენტოსთან, რაც დაგვეხმარება იმ საკანონმდებლო საკითხების უკეთ გაცნობაში, რომლის უდიდესი გამოცდილება გააჩნია საფრანგეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს და რომლის გათვალისწინებაც მოხდება ჩვენს კანონმდებლობაში“,- განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ.

შეხვედრის დროს ფრანგმა სტუმრებმა საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს კოლეგებს, მიმოიხილეს საფრანგეთის წყლის პოლიტიკა და ევროკავშირის წყლის დირექტივების ინტეგრაცია.

მინისტრის მოადგილემ ჰიდროენერგიისა და კაშხლის მდგრადი განვითარების შესახებ ისაუბრა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ბუნებრივი რესურსების სწორად გამოყენების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკის პროგრამის (UEP),  აზიის განვითარების ბანკისა (ADB), საქართველოს განახლებადი ენერგეტიკული კომპანიისა და სხვა დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics