|
2018-06-08 11:36:23, 1203 ნახვა
ეკონომიკა
იაპონიაში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა
იაპონიის ქალაქ უცუნომიაში (ტოტიგის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი) ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Red Bridge"-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ტოპ-სომელიე მოტოიკი ოკოში უძღვებოდნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას 50-მდე სტუმარი დაესწრო: დისტრიბუტორები, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები. სემინარზე წარმოდგენილი იყო 6 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის ღვინოები: „შატო მუხრანი" - რქაწითელი, „თელედა/ორგო" - რქაწითელი, „შუმი/ხაზი იბერიული" - მწვანე, „შალაური" - მწვანე", „შალაური" - საფერავი" და „შუმი/ხაზი იბერიული" - მუკუზანი. სემინარის დასრულების შემდეგ, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ კიდევ 20-მდე დასახელების ქართული ღვინო. აღსანიშნავია, რომ კენიჩი ოჰაში ყოველ ღონისძიებაზე საუბარს პირველი ქართველი ოძეკით, პროფესიონალი სუმოისტით ტოჩინოშინით (ლევან გორგოძე) იწყებს, რაც იაპონიაში საქართველოს და ქართული ღვინის ცნობადობას საგრძნობლად ზრდის. როგორც ღონისძიების დასასრულს მოტოიკი ოკოშიმ განაცხადა, იაპონელ მომხმარებელს ეძლევა დააგემოვნოს უნიკალური სტილის ქართული ღვინოები, რომლებიც განსხვავდება ყველა სხვა ქვეყნის ღვინოებისგან ხასიათით, მრავალფეროვნებით და დამზადების უნიკალური ქართული მეთოდებით. იაპონელი სომელიე მიიჩნევს, რომ ქართული ღვინოები კარგად ეხამება სხვადასხვა სახის სპეციფიკურ საკვებს. დეგუსტაციის სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქართულმა ბრენდმა და წითელმა ნახევრადტკბილმა ღვინოებმა მოახდინა. კენიჩი ოჰაშის ინფორმაციით, სტუმართაგან 14-მა უკვე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ქართული ღვინო დაამატოს საკუთარი გაყიდვების სიას. იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 98 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 186%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
(NS)
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)