14:09 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 19:50:39, 1988 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: ახალი მსოფლიო ომი შესაძლოა, ცივილიზაციის დასასრული გახდეს

ახალი მსოფლიო ომი შესაძლოა, ცივილიზაციის დასასრული გახდეს, - ამის შესახებ „პირდაპირი ხაზის“ ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

იგი მოქალაქეების კითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობს.

„იმის აღქმა, რომ მესამე მსოფლიო ომი შესაძლოა, ცივილიზაციის დასასრული იყოს, მსოფლიოს საერთაშორისო არენაზე რადიკალური ქმედებებისგან აკავებს", - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.

მისივე თქმით, მიუხედავად რეგიონალური კონფლიქტებისა, გლობალურ კონფლიქტს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადგილი არ ჰქონია.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ შედარებით გლობალური მშვიდობის პირობებში ვცხოვრობთ. აქა და იქ ხდება რეგიონალური კონფლიქტების გაჩაღება. შეგვიძლია გავიხსენოთ ვიეტნამის ომი, კონფლიქტი კორეის ნახევარკუნძულზე, ახლო აღმოსავლეთში მუდმივად აქვს ადგილი კონფლიქტებს, თუმცა გლობალურ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთის შეკავების პოლიტიკა მცდარია.

„ეს არის რუსეთის შეკავების ერთ-ერთი ხერხი ისევე, როგორც ავადსახსენებელი სანქციები. გაუთავებელი ბრალდებები ქმნის რუსეთის განვითარების შეკავების გამოყენების ბაზას, როგორც ამას მიიჩნევენ ისინი, ვინც ამგვარ ზომებს მიმართავენ, რადგან რუსეთში საფრთხეს ხედავენ. ხედავენ, რომ რუსეთი მათთვის კონკურენტს წარმოადგენს. ჩემი წარმოდგენით, ეს არის ძალიან მცდარი პოლიტიკა, რადგან  ვინმეს, მათ შორის რუსეთის  შეკავება კი არა, კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბებაა საჭიროა. მაშინ მსოფლიო ეკონომიკისთვის საერთო ეფექტი მხოლოდ პოზიტიური იქნება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

„პირდაპირი ხაზი“ ვლადიმერ პუტინთან უკვე მეთექვსმეტედ იმართება. ორგანიზატორების მონაცემებით, სულ  ორი მილიონამდე კითხვაა შესული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics