04:05 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 17:23:09, 1210 ნახვა

სამართალი
სასამართლომ „ქართული მარშის“ 7 წევრიდან 5 გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული მარშის“ დაკავებული 7 წევრიდან ხუთს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.

კერძოდ, ლადო სადღობელაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი, ოლეგ დანგაძე და ბექა რევაზიშვილი 5000-5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ, ხოლო გიორგი ონიანი და ლუკა ნაცვლიშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

როგორც დაკავებულების ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა აღნიშნა, ონიანის და ნაცვლიშვილის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

„აუცილებლად გავასაჩივრებთ გიორგი ონიანისა და ლუკა ნაცვლიშვილის პატიმრობაში დატოვების განჩინებას. ამ დღეებში გამოვიტანთ მტკიცებულებებს და დოკუმენტალურად დავასაბუთებთ იმას, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის ცემის ფაქტი არის დამონტაჟებული, ასეთი რამ არ არსებობს“, - განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ იესო ქრისტეზე „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა: "მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე", - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას ამ კომენტარს საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. 19 მარტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამონათქვამთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება  სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics