04:39 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 16:03:53, 873 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა კონფერენცია GLOBAL G.A.P გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კონფერენცია „GLOBAL G.A.P განვითარების შესაძლებლობები საქართველოში“ გახსნა.

ღონისძიებაზე  ფერმერული მეურნეობების წარმომადგენლებმა სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში, სტანდარტის პოპულარიზაციაზე მუშაობა მოქნილი და ეფექტიანი იქნება, რადგან სამინისტროს ხედვას გარემოზე ზემოქმედების მიმართ პასუხისმგებელი და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოადგენს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,  მნიშვნელოვანია მაღალი ღირებულების ბაზრებზე წვდომა და ქართული პროდუქციის სანდოობის ზრდა. სწორედ  ამ მიმართულებით, GLOBAL G.A.P-ის, იგივე სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტის პოპულარიზაციის სრულ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„მოგეხსენებათ, ჩვენი პოლიტიკა უკავშირდება სასოფლო-სამეურნეო სექტორში გარკვეულ ინტერვენციებს, ბაზრებზე ხელმისაწვდომობას და მათ დივერსიფიკაციას. საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) მრავალ ვალდებულებას გვაკისრებს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს. ევროკავშირის ბაზარი კი პროდუქციის შესაბამის ხარისხს და აღიარებას მოითხოვს. მე მოხარული ვარ დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობით. GLOBAL G.A.P-ის სტანდარტის დანერგვა ჩვენი ფერმერებისთვის, მწარმოებლებისთვის უკავშირდება ახალი შესაძლებლობების გაჩენას და ალტერნატიული ბაზრების მოძიებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი ღირებულების ბაზრებზე წვდომა და ქართული პროდუქციის სანდოობის ზრდა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა

 „მე ვფიქრობ ეს ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღეს, ყველა დაინტერესებული მხარე ერთ სივრცეშია წარმოდგენილი. ჩვენ ერთად ვისაუბრებთ GLOBAL G.A.P-ის, იგივე სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტის მნიშვნელობის და წარმოებაში მისი დანერგვის შესახებ. ვფიქრობ, დღეს მიღებული ინფორმაცია მწარმოებლებს და ფერმერებს დაეხმარებათ პრაქტიკის გაუმჯობესებაში და ახალი ბაზრების მოძიებაში“, - განაცხადა GLOBAL G.A.P-ის სამდივნოს ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში ენრიკე ურიბემ.

კონფერენცია საკონსულტაციო კომპანიის „GDSI“, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში და ინიციატივა „ტრაქტორის“ მხარდაჭერით სასტუმროში „Courtyard Marriott Tbilisi“ გაიმართა.

კონფერენციას ფერმერული მეურნეობების წარმომადგენლებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებების და საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics