04:40 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 12:41:11, 844 ნახვა

საზოგადოება
EMC - მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ თვალთვალის ფაქტებზე, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მივმართავთ

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ თვალთვალისა და კონტროლის ფაქტებზე, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მიმართავს, - ამის შესახებ EMC-ს განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ სავარუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ უკანონო ვიზუალური კონტროლი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების უკანონო დამუშავება ხდება.

"მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ოჯახი 2018 წლის 31 მაისიდან მონაწილეობას იღებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის არაეფექტურ გამოძიებასთან და მთლიანობაში მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით  გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებში. აქციების ფარგლებში მალხაზ მაჩალიკაშვილი და სხვა ადამიანები ასევე აპროტესტებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ხარვეზებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეპრესიულ პოლიტიკას. აქციების პერიოდში მ. მაჩალიკაშვილი და მისი ოჯახის წევრები სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან პერმანენტულ მეთვალყურეობას და კონტროლს ექვემდებარებიან, რაც თვალთვალში და მანქანებით ადევნებაში გამოიხატებოდა.  2018 წლის 2 ივნისს კი, როდესაც მ. მაჩალიკაშვილი ახმეტიდან თბილისის მიმართულებით ტაქსით გადაადგილდებოდა, ადგილი ჰქონდა მის მიმართ ვიზუალური კონტროლის განხორციელებას და მისი მაიდენტიფცირებელი მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიღების მცდელობას. კერძოდ, მ. მაჩალიკაშვილის განმარტებით, ტაქსის მძღოლს მობილურ ტელეფონზე რამდენჯერმე დაურეკეს, რის შემდგომაც მან მ. მაჩალიკაშვილს განუცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლები უკავშირდებოდნენ, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებით რეკავდნენ და ინტერესდებოდნენ მისი მგზავრის ვინაობით. ამასთან ერთად, გადაადგილების პროცესში, მათ უკან მიყვებოდათ ავტომობილი, რომელიც ტაქსის მოძრაობას აკონტროლებდა. 

EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი მალხაზ მაჩალიკაშვილის პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავებასა და პირად ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას წარმოადგენს, რამდენადაც საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება მ. მაჩალიკაშვილის მიმართ ვიზუალური კონტროლისა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, EMC ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებზე დაყრდნობით მიმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სთხოვს უზრუნველყოს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ შეკრებების მიმდინარეობის დროს, მათ შორის,  2018 წლის 2 ივნისს, სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების საკითხის შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება“, - ნათქვამია EMC-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics