16:39 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 12:27:04, 835 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ პლანშეტური კომპიუტერები გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 540 პლანშეტური კომპიუტერი გადასცა.

უახლესი ტექნიკური აღჭურვილობა საკვანძო ელემენტს წარმოადგენს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის შემდგომი განვითარებისთვის და პოლიციელებს დაეხმარება, რომ მათ შემთხვევის ადგილიდან რეალურ დროში მიიღონ და გაცვალონ ინციდენტის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია.

ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. იგი მიზნად ისახავს დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის შექმნას, რათა უკეთ მოხდეს რისკების, საფრთხეებისა და დანაშაულის ტენდენციების შეფასება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ პლანშეტური კომპიუტერების გადმოცემა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სისტემის დანერგვას, რაც სამომავლოდ პოლიციას დანაშაულის უფრო ეფექტიანად გამოძიებაში, პრობლემის ადრეულ იდენტიფიცირებასა და დანაშაულის პრევენციაში დაეხმარება.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კონგრესმენები თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მომავალ კვირას გეგმავენ
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics