|
2018-06-07 10:52:14, 1028 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილმა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებებთან საქართველოს თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა
„ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე" – EuroDIG 2018 - ის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი წამყვანი საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში EuroDIG-ის ავტორიტეტულ ფორუმის მუშაობაში მონაწილეობენ. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) დირექტორის მოადგილე იუში ტორიგოესთან შეხვედრისას, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კავშირის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის, რომლის თანახმადაც, საქართველო ITU -ს დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობის ოფისიდან ევროპის რეგიონალურ ოფისში გადავიდა. აღინიშნა, რომ საქართველო კავშირის ევროპის ოფისის წევრია 2018 წლის პირველი ივნისიდან. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნული ცვლილება საქართველოს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს შემდგომი განვითარების მიმართულებების დასახვისა და კოორდინირებული ქმედებებით მათ იმპლემენტაციის, ევროპის რეგიონული ინიციატივების კოორდინაციის პროცესში ჩართვის, ევროპის ქვეყნებთან ერთად, ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების შესაძლებლობას მისცემს. ითქვა, რომ ITU-ს ევროპის რეგიონულ ოფისში გადაყვანით, საქართველო შეძლებს საკუთარი ICT-ის შემდგომი განვითარებისთვის აღნიშნული ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებების მიღებას, ასევე, რეგიონალურ სამუშაო შეხვედრებში, ტრენინგებში და სემინარებში მონაწილეობა-ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ოფისის შეცვლა დადებითად შეაფასა ITU-ს დირექტორის მოადგილემაც. მისი თქმით, საქართველოს გადასვლა ევროპის ოფისში მნიშვნელოვანი ფაქტია, რაც რეგიონში სატელეკომუნიკაციო მიმართულებებს გააძლიერებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ასევე შეხვდა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის „ინტერნეტის კავშირის" (ISOC) და საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის „დომენური სახელების და IP- მისამართების მართვის კორპორაციის" (ICANN) წარმომადგენლებს.
(NS)
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)