2018-06-06 18:16:32, 874 ნახვა
საზოგადოება
ხანძარი თბილისში - ცეცხლი 3 საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა (ფოტო)
თბილისში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი გვერდით მდებარე ორი სახლის სახურავზეც გავრცელდა.
წინასწარი ინფორმაციით, 200 კვ.მ. ფართობია დამწვარი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე 15 სახანრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

ავტორი: ,