|
2018-06-06 16:12:34, 1297 ნახვა
სამართალი
თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულ ი.ა.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება გამოიკვლია. დაიკითხა ათობით, მათ შორის დანაშაულის თვითმხილველი მოწმე, რომლებმაც უშუალოდ ამოიცნეს ბრალდებული, ასევე გამოკვლეული იქნა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი - დანა და ბრალდებულის ტანსაცმელი, რომელზეც მოკლულის სისხლი აღმოჩნდა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 22:40 საათზე, ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „დირსის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ა.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით მ.ა.-ს დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული მძიმე დაზიანების შედეგად მ.ა. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ი.ა. 2017 წლის 16 სექტემბერს, ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
(NS)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)