|
2018-06-06 15:32:10, 827 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციას იწყებს
დედაქალაქის მერია ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის განცხადებით, ხიდები ათეულობით წელია ექსპლუატაციაშია და მისი რეაბილიტაცია აქამდე არ განხორციელებულა. „მინდა ვაცნობო თბილისელებს, რომ ჩვენ დღეს ვიწყებთ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტს - ვარკეთილის ხიდების აღდგენა-რეკონსტრუქციას. პროექტი ეფუძნება კვლევას, რომლითაც შეფასდა მისი ტექნიკური მდგომარეობა და დადგინდა აღდგენითი სამუშაოების საჭიროება. ხიდების რეკონსტრუქცია შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ეს პროცესი მოიცავს დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დემონტაჟსა და ახლის აშენებას, ჰიდროიზოლაციისა და წყალარინების სისტემის მოწყობას და სხვა სახის სამუშაოებს. ძირითადი კონსტრუქციის აღდგენის შემდეგ, დაიგება ასფალტის ახალი საფარი. ამასთან, როგორც მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, პროექტის განხორციელების პროცესში თბილისის მერია საპატრულო პოლიციასთან ერთად კოორდინირებულად იმუშავებს საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად. სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ ვარკეთილის ხიდები) აღდგენა - რეკონსტრუქციის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე, სამი თვით, საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდება თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით; ამ პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა გადაერთვება საპირისპირო მიმართულებაზე და მოძრაობა გახდება ორმხრივი; სამუშაოების წარმოების მეორე ეტაპზე შეზღუდვა იმოქმედებს აეროპორტიდან თბილისისკენ მომავალ მიმართულებაზე და საპირისპირო მიმართულება გახდება ორმხრივი. სამუშაოებს აწარმოებს მერიის კონტრაქტორი კომპანია „პასაჟი საქართველო“. სარეაბილიტაციო ღირებულება 1 581 600 ლარს შეადგენს.
(NS)
კონგრესმენები თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მომავალ კვირას გეგმავენ
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)