16:39 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 14:04:33, 1530 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა

დედაქალაქის მეტროპოლიტენმა მუშაობა დაიწყო.

"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, მეტროს ყველა სადგურმა მგზავრების მიღება რამდენიმე წუთის წინ განაახლა.

მანამდე "ერთობა 2013”-ის ხელმძღვანელმა, რატი კაპანაძემ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენი მუშაობას 14:00 საათზე დაიწყებდა.

გაფიცული მემანქანეები მუშაობას 4-დღიანი გაფიცვის შემდეგ დაუბრუნდნენ.

შეგახსენებთ, მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა 3 ივნისს 15:00 საათზე დაიწყეს. ისინი გლდანის დეპოში 3 დღის განმავლობაში შიმშილობდნენ. მემანქანეები 45%-ით ხელფასის გაზრდას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ გაფიცვას იქამდე გააგრძელებდნენ სანამ მათი მათხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. გაფიცვის გამო, თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა 4 ივნისს შეწყვიტა, რამაც ქალაქის მასშტაბით მოსახლეობას გადაადდგილების პრობლემა შეუქმნა. ამ პერიოდის განმავლობაში ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდნენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კონგრესმენები თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მომავალ კვირას გეგმავენ
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics