04:41 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 12:52:02, 1066 ნახვა

საზოგადოება
მიწისძვრამ სახალხო დამცველის ოფისი დააზიანა

გუშინდელი მიწისძვრის შედეგად, ომბუდსმენის ოფისში ბზარები გაიზარდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, მომატებული საფრთხის გამო, თანამშრომლების ნაწილის სხვა შენობებში გადაყვანა გახდა საჭირო.

„მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში. მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყოვნებლოვ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით“, - წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს საზღვრიდან 15 კმ-ში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics