2018-06-05 19:33:31, 2342 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში მაღაროში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი მიწის ქვეშ მოყვა
ჩინეთში, რკინის მადნის მომპოვებელ მაღაროში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი მიწის ქვეშ არის მოყოლილი.
ამის შესახებ ინფორმაციას China Daily, ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, მიწის ქვეშ დარჩენილი მუშების ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
შემთხვევა დაახლოებით რამდენიმე საათის წინ მოხდა. მაღაროში სატვირთო აფეთქდა, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდა.
ავტორი: ,