|
2018-06-04 19:57:11, 1123 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებული ხობის #2 საჯარო სკოლა გახდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" - გამარჯვებული ხობის #2 საჯარო სკოლა გახდა. ფინალურ ტურში მეორე ადგილზე ქარელის #2 საჯარო სკოლა, მესამეზე კი - თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა გავიდა. პრიზიორები საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა შთამომავლებმა - მიშელ რამიშვილმა და ტიერი ბერიშვილმა დაასაჩუქრეს. პროექტის ფინალური თამაში დღეს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში" გაიმართა. ეროვნული არქივთან ერთად, პროექტის გამარჯვებულთათვის პრიზები დაწესებული ჰქონდათ: იუსტიციის სამინისტრის სსიპ დანაშაულის პრევენციის ეროვნულ ცენტრს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს". პროექტის მხარდამჭერი იყო, აგრეთვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სპეციალური პრიზები გადაეცათ ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხის სკოლას, ასევე, თბილისის #203 საჯარო სკოლას. ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. მასში მონაწილეობისათვის ქვეყნის მთელი მასშტაბით 374 სკოლა იყო რეგისტრირებული. პროექტის საწყის მონაწილეებს გადაეცათ 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის ამსახველი პუბლიკაციების, მათ შორის ეროვნული არქივის გამოცემების, ელექტრონული ვერსიები, რომელთა მიხედვითაც მომზადდა ნახევარფინალური და ფინალური თამაშის კითხვები. თამაშებს "რა? სად? როდის?" საქართველოს კლუბი უძღვებოდა. 2018 წლის 26 აპრილს ნახევარფინალური თამაშები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ერთდროულად გაიმართა. სკოლის თითოეულ გუნდში 5 ძირითადი და ერთი სათარადიგო მონაწილე იყო. პროექტის ფინალში 73 საჯარო და კერძო სკოლის ის გუნდები მოხვდნენ, რომელთაც ნახევარფინალში 20 შესაძლებლიდან 13 და მეტი ქულა დააგროვეს. ფინალურ შეჯიბრში მონაწილეობა 70-მა გუნდმა მიიღო. სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)