04:05 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 18:18:14, 1460 ნახვა

სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ შალვა რამიშვილის საქმეზე მისი პატიმრობისას ხმის მიცემის უფლების დარღვევა დაადგინა

31 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − „რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" − გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მომჩივან შალვა რამიშვილის მიმართ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის (თავისუფალი არჩევნების უფლება) დარღვევა.

კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მსჯავრდებულ პირთა ხმის მიცემის უფლების აკრძალვა, რომელსაც ითვალისწინებდა 2008 წელს მოქმედი „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და „საქართველოს კონსტიტუციის" 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი, იყო ზოგადი, ავტომატური და განურჩეველი ხასიათის. აღნიშნული აკრძალვა ვრცელდებოდა ყველა მსჯავრდებულზე, მიუხედავად მათი სასჯელის ხანგრძლივობისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმისა. შესაბამისად, მომჩივანმა მონაწილეობა ვერ მიიღო არჩევნებში.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოგვიანებით, 2011 წელს  კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში განხორციელდა ცვლილებები და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს მიეცათ არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა, თუმცა, ამ ცვლილებების განხორციელება არ ახდენს გავლენას იმ გარემოებაზე, რომ  2008 წლის მაისის არჩევნებში მომჩივანმა მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − „რამიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" − მომჩივან შალვა რამიშვილის მიმართ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის (თავისუფალი არჩევნების უფლება) დარღვევა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics