|
2018-06-04 15:18:22, 1145 ნახვა
საზოგადოება
მემანქანეები აცხადებენ, რომ გაფიცვას იმ შემთხვევაში წესყვეტენ, თუკი მათი ხელფასი 1500 ლარი გახდება
მეტროპოლიტენის მემანქანეები, რომლებიც უკვე მეორე დღეა შიმშილობენ, ხელფასის გაზრდას და თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც მემანქანეები აცხადებენ, ისინი მეტროპოლიტენში დადგენილ სამუშაო საათებშ გამოცხადდებიან, თუმცა არ იციან შეძლებენ თუ არა მუშაობას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. მათივე თქმით, ისინი მზად არიან გაფიცვა დაასრულონ, თუკი ხელშეკრულებით დადგენილი ხელფასი იქნება 1500 ლარი. "მემანქანეები 150 საათის განმავლობაში მუშაობენ. რთული დასათვლელი არ არის თუ რამდენს ვიღებთ ხელზე ხელფასის სახით. რომ გადავთვალოთ 1038 ლარს შეადგენს მემანქანის ხელფასი. ამას ემატება 70 ლარი მავნე პირობების გამო, ემატება 34 ლარი ღამის საათებშ მუშაობის დროს. ჯამში ხელფასი არ სცდება 1140 ლარს. სატრანსპორტო კომპანიას, უწერია 1790 ლარი. ჩვენ თანახმა ვართ, ხელშეკრულებაში ჩაგვიწერონ ფიქსირებული 1500 ლარამდე ხელფასი. თუ ასე მოხდება, მზად ვართ დღესვე დავამთავროთ გაფიცვა და მუშა რეჟიმში გადავიდეთ. ის ზედმეტობა, ანუ 200 ლარი, ჩვენი მემანქანეების სახელით დაეხმარონ მასწავლებლებს, მეხანძრეებს და პატრულს", - აცხადებენ მემანქანეები. მემანქანეები სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მოუწოდებენ მათი საქმით დაინტერესდეს. ისინი აგრეთვე, საქართველოს მთავრობას მიმართავენ პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს. მეტროპოლიტენის თანამშრომელთა იურისტის ბექა ბადრიშვილის განცხადებით, მემანქანეების გაფიცვა არის ლეგიტიმური და ისინი კანონს არ არღვევენ. "პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დააყენონ მაშინ, როდესაც ეს ხალხი კანონს დაარღვევს. მემანქანეები განჩინების პირობებში გამოცხადდებიან თავიან სამუშაო ადგილას იმ საათებში როდესაც უწევთ მისვლა, თუ ისინი ვერ შეძლებენ მუშაობას, იმიტომ რომ გაფიცვიდან მივიდნენ სამსახურში, ეს უკვე ფაქტობრივი მოცუმულობაა. შესაბამისად ამაში კანონის დარღვევა არ ფიქსირდება", - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო, დედაქალაქის ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მეტროს მემანქანეები ხელფასების 45%-ით გაზრდის მოთხოვნით გუშინ გაიფიცნენ და შიმშილობა დაიწყეს. ისინი გლდანის დეპოში იმყოფებან და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაფიცვას არ შეწყვეტენ. მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვამ, თბილისის მასშტაბით მოქალაქეების გადაადგილებას პრობლემა შეუქმნა. მგზავრთა დიდი ნაკადის გამო, დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობს. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, მოქალაქეები ტაქსით გადაადგილებასაც ვერ ახერხებენ, რადგან მგზავრთა ნაკადი დიდია. შეფერხებით მუშოაბენ ტაქსის კომპანიებიც. თბილისის თითქმის ყველა უბანში საცობია. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო მგზავრთა გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით 2 დროებითი მარშრუტი დაამატა.რთი მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე, ხოლო მეორე - მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ გურამიშვილის გამზირისა და დადიანის ქუჩის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)