|
2018-06-05 09:10:53, 1885 ნახვა
საზოგადოება
მეორე დღეა დედაქალაქი პარალიზებულია - მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ
მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვამ, მეორე დღეა თბილისის მასშტაბით მოქალაქეების გადაადგილებას პრობლემა შეუქმნა. მგზავრთა დიდი ნაკადის გამო, დედაქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობს. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, მოქალაქეები ტაქსით გადაადგილებასაც ვერ ახერხებენ, რადგან მგზავრთა ნაკადი დიდია. შეფერხებით მუშოაბენ ტაქსის კომპანიებიც. თბილისის თითქმის ყველა უბანში საცობია. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო მგზავრთა გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით 2 დროებითი მარშრუტი დაამატა.რთი მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე, ხოლო მეორე - მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ გურამიშვილის გამზირისა და დადიანის ქუჩის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე. ამ ფონზე თბილისის მერიაში გაფიცული მემანქანეებისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. შეხვედრის მსვლელობისას, მემანქანეების ნაწილმა დედაქალაქის მერთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მემანქანეებმა ჟურალისტებთან საუბარში განაცხადეს, თბილისის მერი კახა კალაძე მათ ეუბნება, რომ ხელფასების მომატებას მერია 2019 წლიდან განიხილავს, რასაც მემანქანეები არ ეთანხმებიან. დეპოს მორიგის, ვანო მარუაშვილის თქმით, ამ დროისთვის პროტესტი გრძელდება და მეტრო დღეს დილით მუშაობას არ განაახლებს. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვის შესახებ განაცხადეს. მათ შიმშილობაც დაიწყეს. აღნიშნულის გამო, დღეს დედაქალაქის ყველა მეტროსადგური დაკეტილია. ისინი ხელფასების 45%-ით გაზრდას ითხოვენ. როგორც მემანქანეებმა განაცხადეს, ისინი გაფიცვას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)