02:45 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 18:10:09, 1210 ნახვა

საზოგადოება
გაფიცული მემანქანეები კახა კალაძეს შეხვედრას სთხოვენ (ვიდეო)

მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ და უვადო შიმშილობა დაიწყეს.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა, დღეს 15:00-დან გლდანის დეპოში დაიწყეს. მათი თქმით, 4 ივნისს მეტროს სრულმასშტაბიან პარალიზება მოხდება.

მათივე თქმით, ისინი იმუშავებენ მანამდე, სანამ მათ სამუშაოს გაგრძელების საშუალებას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს, რაც მეტროპოლიტენის შიდაგანაწესში მკაცრად არის გაწერილი.

ასევე, მემანქანეები, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელმაც აღნიშნა, რომ მემანქანეები შანტაჟის ენით ელაპარაკებიან არა მერიას, არამედ თბილისის მოსახლეობას.

ასევე, მათ  თბილისის მერს  შეხვედრა სთხოვეს.

„არავითარი 1400 ლარი ჩვენ არ გვაქვს. ბატონო კახი მობრძანდით ჩვენთან, დავილაპარაკოთ და აგიხსნით ყველაფერს, რა პირობებში მუსაობს ეს ხალხი. რაც შეეხება ჩვენ გადაწყვეტილებას, თოთქოსდა არ ვემორჩილებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ არის ასე. ჩვენ მოსამართლის განჩინებას ვემორჩილებით სრულიად. მემანქანეებს, რომელთაც აეკძალათ სამუშაო დროის პერიოდში გაფიცვა, ისინი მუშაოებენ. ხოლო დასვენების საათესბ გამოვიყენებთ გაფიცვისთვის“,- განაცხადეს მემანქანეებმა.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics