02:45 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 16:10:48, 1166 ნახვა

საზოგადოება
ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე მივიდა

​ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე მივიდა.

მისი თქმით, მისი ადგილი იქ არის სადაც მისი შვილის მეგობრები დგანან.

სარალიძემ ყველა მხარდამჭერებს და პოლიტიკურ პარტიებს გამოსვლისკენ მოუწოდა.

„ნებისმიერ ბერკეტს გამოვიყენებ, რომ სამართლიანობა აღდგეს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსი დამიდგება გვერდით, თუ ჩემნაირი გლეხი. დღეს ვნახავ, რამდენი ადამიანი მოვა აქ და რამდენს შესტკივა მოკლულ ბავშვებზე გული. მთელი საქართველოს საყურადღებოდ! დღეს საღამოს დავინახავ აქ, რამდენი ადამიანი მოვა სამართლიანობის აღსადგენად. აქ ვუსმენ რაღაცებს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ ვარ. თუ მე დავინახავ იმ ადამიანების გვერდში დგომას, ვინც ამბობდა, რომ შორს პოლიტიკა - აქ ველოდები 19:00 საათზე. ჩემთვის არ აქვს მნიშნელობა პოლიტიკას. პოლიტიკა არ არის ჩემი დაინტერესება. მთავრობის გადადგომას ვითხოვ, რადგან ეს სისტემა მათი შექმნილია. ამ მკვლელობას ხელისუფლება მფარველობდა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ერთი შოთაძე გადადგეს და მეორე მოვიდეს. დღესვე დააკავონ ის პირები, რომლებიც მე დავასახელე და სახლში მივდივარ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics