02:32 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 22:34:56, 1266 ნახვა

სამართალი
შსს-ში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 5 მოზარდი და 1 მასწავლებელი გამოიკითხა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დღეს 5 მოზარდი და 1 მასწავლებელი გამოიკითხა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

არასრულწლოვნების გამოკითხვას მშობლები და მათი ადვოკატები ესწრებოდნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, საქმის მოწმეები გამოძიებას გარკვეული დოზით აწვდიან ინფორმაციას და ახალი გარემოებები იკვეთება.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა გარკვეული ახალი დეტალები, დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ეს დამოკიდებულია დროსა და საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელთაც უახლოეს მომავალში განვახორციელებთ. ვფიქრობ, მხოლოდ მოწმეების დაკითხვაზე არ ვართ დამოკიდებული, მაგრამ ამ საქმეზე უმნიშვნელოვანესია იმ ადამიანებისა და მოწმეების ჩვენება, ვინც გარკვეული დოზით ინფორმაციას ფლობს ამ საზარელ მკვლელობაზე“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე პროკურატურიდან კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. გამოძიებას პირადად შს მინისტრი, გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.

გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics