2018-06-02 19:23:50, 1071 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის შენობასთან აქცია #ნუმომკლავ განახლდა
პარლამენტის შენობასთან აქცია #ნუმომკლავ განახლდა.
ადგილზე რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი. ისინი სამართლიანობის აღდგენას, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯას და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
ამ დროისთვის სიტყვით რიგითი მოქალაქეები გამოდიან და მოსახლეობას მოუწოდებენ, აქციაში მონაწილეობა მიიღონ.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა ჯერჯერობით გადაკეტილი არ არის.
ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
შეგახსენებთ, აქცია უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს.
ავტორი: ,