|
2018-06-02 16:33:39, 1174 ნახვა
საზოგადოება
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები დამატებით 180 ლარს მიიღებენ
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ყოველთვიურად სოციალური დახმარების სახით დამატებით 180 ლარს მიიღებენ. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ომის ვეტერანებზე დახმარებებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ, თანხა კი იმავე საბანკო დაწესებულებაში გასხნილ პირად ანგარიშზე ჩაირიცხება, სადაც პენსიის აღება ხდება. ამასთან, დახმარების მიღება გავლენას არ იქონიებს სოციალურად დაუცველი პირების (ოჯახების) სტატუსზე და მათი ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა გადასინჯვის საფუძველი არ იქნება. მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში 30 მაისს გამოქვეყნდა და ძალაში 1 ივნისს შევიდა. აღნიშნული დახმარება ავტომატურად, მოქალაქეების განცხადების გარეშე გაიცემა. ცნობისთვის, 10 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ვეტერანების პენსია გაუორმაგდებოდათ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს იქნება ქვეყნის მიერ ვეტერანებისადმი მადლიერების გამოხატულების გამოვლინება. "მინდა გამოვაცხადო ჩვენი მხრიდან ნაბიჯი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი ქვეყნის მადლიერებას გამოხატავს ამ ადამიანების მიმართ. მინდა, რომ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გავუორმაგოთ პენსია. სამწუხაროდ ისინი ძალიან ცოტანი დარჩნენ და ჩვენ გვმართებს, რომ თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ყურადღება ვაჩვენოთ ჩვენი სახელმწიფოსი და ეს იქნება მცირედი გამოხატულება მათდამი მადლიერების. კიდევ ერთხელ მინდა მათ ეს დღე მივულოცო“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)