2018-06-02 15:17:01, 1291 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარია მზად არის, ზაზა სარალიძეს შეხვდეს
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიას მზად არის, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდეს და მიმდინარე საქმის დეტალები გააცნოს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნოებს.
გიორგი გახარია დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას, მის ადვოკატს და სახალხო დამცველს შეხვდა. მინისტრმა დავით დადუნაშვილს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამასთან, სამინისტროს ცნობით, სახალხო დამცველს და დადუნაშვილის ოჯახს გამოძიების პროცესში არსებულ სიახლეებს სისტემატიურად მიაწვდიან.
ავტორი: ,