|
2018-06-02 09:38:27, 1251 ნახვა
საზოგადოება
აქცია #ნუმომკლავ დღეს 18:00 საათზე განახლდება
პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია - #ნუმომკლავ დღეს, 18:00 საათზე განახლდება. აქციის ორგანიზატორების თქმით, აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ ზაზა სარალიძის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. თავად ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომას ითხოვს. სარალიძის მთავარი მოთხოვნაა დაისაჯონ მისი შვილის მკვლელები. აქციები პარლამენტთან უკვე 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობს. მათ ესწრებიან შვილმკვდარი მშობლები, რომლებიც შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართავენ. აქციაში ასევე მონაწილეობს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. მომიტინგეებს უერთდებიან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და რეგიონიდან ჩამოსული მოსახლეობა. აქციას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მოკლული მოზარდის მამა, მისი უფლებადამცველი ზვიად კუპრავა და რამდენიმე ადამიანი. მათ 31 მაისს პარლამენტთან კარვები გაშალეს. აღსანიშნავია, რომ აქციები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებშიც ტარდება. ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ ბათმში, ქობულეთში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, რუსთავში, ბორჯომში, ახალციხეში და ჭიათურაში. ცნობისთვის, გუშინ, თბილისი საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვნიდან ერთ-ერთი გაამართლა, მეორე კი, ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო. ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ხორავაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზ სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად მთავარ პროკურატურასთან მივიდა და ირაკლი შოთაძის გადადგომა მოითხოვა. რამდენიმე საათში შოთაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ პროკატურასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მსვლეობით გაემართნენ. მსვლელობაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პარლამენტთან სარალიძემ და მისმა უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამ მოითხოვეს, დღის ბოლომდე კონკრეტული პირები, მათ შორის პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი პასუხისგებაში მიცემულიყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მათი ეს მოთხოვნა არ შესრულდა, აქციის მონაწილეების მოთხოვნებს მთავრობის გადადგომა დაემატა. მოგვიანებით, პარლამენტთან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა. მან სცადა, აქციის მონაწილეებისთვის სიტყვით მიემართა, თუმცა მომიტინგეებმა მას ბოთლები ესროლეს და საუბრის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართა ბრიფინგი და განაცხადა, რომ დღეიდან ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს შსს გამოიძიებს და ამ პროცესს შს მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. ასევე, პრემიერის თქმით, მოკლული მოზარდების მშობლებს საშუალება ექნებათ, გამოძიებისგან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ. კვირიკაშვილი მთავარი პროკურორის გადადგომასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრს დაავალა, ახალი მთავარი პროკურორი მაქსიმალურად ფართო ფენების ლეგიტიმაციით იქნას შერჩეული. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი - ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)