02:32 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 21:09:54, 1457 ნახვა

სამართალი
„მზად ვარ ჩემი შვილის ღირსებისთვის სული დავლიო“ - სარალიძე შსს-ს შეთავაზებაზე უარს ამბობს

„მე მაგათი დაცვა არ მჭირდება“  - ასე უპასუხა ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც თანახმად მისი სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე არსებობს.

 მისი თქმით, ის ვერ ხვდება, მთავრობამ ვისგან უნდა დაიცვას.

„თურმე მთავრობამ გადაწყვიტა ჩემი დაცვა. 6 თვე ვეხვეწები  ჩემი შვილის უფლებების დაცვას და 6 თვე სულში მაფურთხებენ და სულში აფურთხებენ ჩემ შვილს. მე მაგათი დაცვა არ მჭირდება . მე მზად ვარ ჩემი შვილის ღირსებისთვის და ჩემი ქართველი მომავლისთვის აქვე დავლიო ჩემი სული და დავღვარო ჩემი სისხლი.   ვისგან უნდა რომ დამიცვას ამ მთავრობამ ვერ ვხვდები. ვისგან? რა შაშიშროებას შეხედეს? ახლა ზრუნავენ ჩემე, როცა ჩემი შვილის ღირსებაზე, არჩილ ტატუნაშვილის ღირსებაზე, თემირლან მაჩალიკაშვილის ღირსებაზე არ უზრუნვიათ. ლევან დადუნაშვილის ღირსებაზე არ უზრუნვიათ. ახლა უნდათ ჩემი დაცვა?  ფუი მაგათ!“,- გაანცხადა სარალიძემ.

შეგახსნებეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ზაზა სარალიძის სიცოხლის ხელყოფის საფრთხეს არსებობს. უწყებამ სარალიძეს დაცვის სპეციალური ღონისძიებები შესთავაზა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics