02:32 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 13:53:37, 1481 ნახვა

სამართალი
სარალიძის ადვოკატი: ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის - ადამიანს აქვს 11 ჭრილობა და უმრავლესობის ავტორი უცნობია

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ–ერთი არასრულწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე სასამართლოს გადაწყვეტილით უკმაყოფილოა.

მისი თქმით ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის, რადგან დავით სარალიძის შემთხვევაში, 11 ჭრილობის ავტორი უცნობია.

„რა თქმა უნდა დღეს დადგა განაჩენი, მაგრამ ეს არ არის ის რასაც დაზარალებული მხარეები ითხოვდნენ. ჯერ კიდევ წინ გვაქვს ბრძოლა, ვითხოვთ დაისაჯოს ყველა ის პირი და გაიზიაროს ის ბედი რაც დანარჩენმა დამნაშავეებმა. ჩვენ ამ ეტაპზე სასჯელის ადექვატურობაზე არ ვმსჯელობთ, გამომდინარე იქიდან, რომ დავით სარალიძის შემთვევაში, გვაქვს ასეთი მდგომარეობა, როდესაც 11 ჭრილობის ავტორი უცნობია, რომელმაც სასდიკვდილო შედეგი გამოიღო. ანუ მდგომარეობა გაურკვეველია, ადამიანს აქვს 11 ჭრილობა და უმრავლესობის ავტორი უცნობია. აქედან გამომდინარე ჩვენ ამაზე სრულყოფილად ვერ ვიმსჯელებთ, ჩვენი ძირითადი ყურადღება, მიპყრობილია იქითკენ, რომ პროკურატურამ ყველაფერ ამაზე მოახდიონოს რეაგირება და დასაჯოს ყველა დამნაშავე პირი“, – განაცხადა ლონდარიძემ.

ცნობისთვის, სასამართლომ გ.ბ.-ს დადუნაშვილის მკვლელობისთვის 10.6 წელი მიესაჯა, ხოლო გ.ჯ.-ს დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის 9.9 წელი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics