|
2018-05-31 18:51:16, 841 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: სასამართლომ დღეს დაადასტურა ის, რაზეც თვეების განმავლობაში საუბრობდა დაზარალებული
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პროკურატურასთან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისას დაღუპული არასრულწლოვანის მამის - ზაზა სარალიძის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე მივიდა. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, სასამართლომ დღეს დაადასტურა ის, რაზეც თვეების განმავლობაში საუბრობდა დაზარალებული. ანა ნაცვლიშვილმა შესაბამის ორგანოებს ადეკვატური რეაგირებისა და ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისაკენ მოუწოდა. "პრეზიდენტი არაერთი წელია საუბრობს იმაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა კრიზისშია. დღეს სასამართლომ დაადასტურა, რომ ის პრეტენზიები და პასუხგაუცემელი კითხვები, რაზეც თვეების განმავლობაში საუბრობდნენ დაზარალებული, შვილმკვდარი მშობლები ეს პასუხგაუცემელი კითხვები ისევ რჩება. სასამართლომ დღეს განაჩენი გამოუტანა პროკურატურის მიერ არასწორად და არაკომპეტენტურად ჩატარებულ გამოძიებას და დაადასტურა ის, რაზეც თვეების განმავლობაში საუბრობდა დაზარალებული. მოცემულ ვითარებაში უნდა იყოს ადეკვატური რეაგირება. ეს გულისხმობს იმას, რომ ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც სიტუაცია აქამდე მიიყვანა. სრულიად ცალკე თემაა არაადეკვატური ბრიფინგი მთავარი პროკურორის, სრულიად არაადეკვატური პოზიციებით, მაგრამ მხოლოდ კონკრეტული ადამიანების გადადგომა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდი ხანია, რომ ამ სისტემაში რჩებიან ისევ ის ადამიანები და იმავე მეთოდებით მუშაობენ, როგორც წლების განმავლობაში, როდესაც ძალადობდა სახელმწიფო ადამიანებზე და აი ეს უწყება ამ ყველაფერს აფორმებდა, ხელს აფარებდა და იყო ძალადობის თანამონაწილე იმავე ადამიანებით. ეს თუ არ დამთავრდა, კონკრეტული ადამიანების წასვლა თუ წამოსვლა დიდწილად სიტუაციას ვერ შეცვლის. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც სიტუაცია აქამდე მიიყვანა მან პასუხი არ უნდა აგოს. პასუხი უნდა აგოს მან, ვინც სიტუაცია აქამდე მიიყვანა, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, ამიტომ ითხოვდა პრეზიდენტი ძალიან დიდი ხანია სისტემურ ცვლილებებს, ამიტომ ამბობდა ის, რომ აუცილებელია ე.წ. „გირგვლიანის შესწორებები" იმიტომ, რომ ადამიანები, ვინც გირგვლიანის საქმე გააკეთეს და ვინც მსგავს საქმეებს აკეთებდნენ დღემდე რჩებიან ამ უწყებაში. ამ პირობებში, საზოგადოებას ვერ ექნება პროკურატურის მიმართ ვერანაირი ნდობა. დღევანდელი სასამართლოზე მოსამართლემ და სასამართლომ პირდაპირ თქვა ის, რაზეც დაზარალებული ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდა, რომ საქმის გამოძიება არ ხდება სწორი მიმართულებით", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)