|
2018-05-31 16:00:30, 957 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ბენდელიანი მერიის მიერ ავტომანქანისა და მობილური ტელეფონების შესყიდვასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი დედაქალაქის მერიის მიერ ავტომანქანისა და მობილური ტელეფონების შესყიდვასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. მისი განმარტებით, საუბარია ერთი ავტომანქანის შესყიდვაზე. „აქ არის საუბარი ერთი ავტომანქანის შესყიდვაზე. ეს ავტომანქანა განკუთვნილია თანამშრომლების გადაადგილებისთვის. დაახლოებით 5-6 წელია, მერიას ამ მიმართულებით შესყიდვა არ განუხორციელებია. მე ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ ამხელა დაწესებულებამ თანამშრომლების გადაადგილებისთვის ერთი ავტომანქანა შეიძინოს. აქ არ არის საუბარი მაღალი კლასის კომფორტულ ავტომანქანაზე, ეს არის ჩვეულებრივი, საშუალო დონის ავტომანქანა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. რაც შეეხება მობილური ტელეფონების, შესყიდვას, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ტელეფონები განკუთვნილია უფასო სასადილოებისთვის, ბარათის წამკითხველის ფუნქციის შესასრულებლად და არა თანამშრომლებისათვის გადასაცემად. „მერია დედაქალაქის მასშტაბით ახორციელებს უფასო სასადილოების მომსახურებას, რომლის ფარგლებშიც საჭიროა კონტროლი. ამაზეც საუბრობდა ოპოზიცია, რომ კონტროლი კიდევ უფრო მეტად გაგვეძლიერებინა. ჩვენ დაგეგმილი გვქონდა და კიდევ უფრო მეტად ვაწესრიგებთ კონტროლის სისტემას. ამიტომ, ვყიდულობთ მობილურ ტელეფონებს. მობილურ ტელეფონს ბარათის წამკითხველის დატვირთვა ექნება და არ არის საუბარი თანამშრომლებისთვის გადაცემაზე. ისინი განკუთვნილი იქნება დამატებითი აღრიცხვის მოწესრიგებისთვის და განთავსდება უფასო სასადილოებში“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)