|
2018-05-31 14:33:04, 1055 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც თორმეტი ჭრილობა აქვს, თურმე არავის მოუკლავს - ეს არის სრული ჩავარდნა
„ეს არის პროკურატურის და სასამართლო სისტემის სრული ჩავარდნა“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქმესთან დაკავშრებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა აუცილებელია. „ეს არის სრული ჩავარდნა პროკურატურის, ეს არის სრული ჩავარდნა სასამართლო სისტემის და ამ კატასტროფულმა ჩავარდნამ მიგვიყვანა შედეგამდე როდესაც დადგინდა, რომ ახალგაზრდა ბიჭი რომელსაც თორმეტი ჭრილობა აქვს მიყენებული, თურმე არავის არ მოუკლავს. აი ეს არის შედეგი ამ ვარხანალის და მარაზმის რომელიც ხდებოდა. ჩვენ პარლამენტში რამდენიმე დღის წინ დავაყენეთ საკითხი, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია ამ თემასთნ დაკავშირებით. დღის წესრიგში ეს საკითხი არის 54-ე საკითხში. ძალიან მარტივად, ლოგიკურად ამ დღევანდელი დღის მოვლენებიდან გამომდინარე მოვითხოვეთ ამით დაგვეწყო განხილვა“, - აცხადებს სერგი კაპანაძე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში. მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში. რაც შეეხება სასჯელის ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ცალკე სხდომას ჩანიშნავს.
სერბულმა ტელეარხმა RTV-მ მაყურებელს წლების განმავლობაში ინფორმაციის ფალსიფიკაციის გამო ბოდიში მოუხადა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოში ხილ-ბოსტნეულის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნობა
კანონპროექტის თანახმად, კაზინოები საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისას საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ
ლილოს ბაზრობა "ოცნების" მთავარი დამფინანსებელია - მფლობელებმა პარტიას 3,5 მლნ. აჩუქეს - TI
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)