21:55 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 17:05:29, 1087 ნახვა

კომენტარი
უგულავა: „ქართული ოცნებამ“ ყველაზე მთავარი ინსტიტუტების მიმართ რწმენა დაგვინგრია

„ევროპული საქართველოსთვის სასიხარულო და მნიშვნელოვანია დავით ბაქრაძის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ოპოზიციისა და ხელისულფების წარმომადგენლებს შორის“, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გიგი უგულავამ  IRI-ის დღევანდელ რეიტინგებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ რეიტინგი ეცემა, რადგან საზოგოადოებას ინსტიტუტების მიმართ ნდობა გაუქრა.

,,ქართულმა ოცნებამ, როგორც ერთ დამპალ ვაშლს რომ ჩადებ კალათაში და შემდეგ ეს ყველა ვაშლს გადაედება, დაგვინგრია ჩვენ ყველაზე მთავარი ინსტიტუტების მიმართ რწმენა, როგორიც არის პოლიცია, იუსტიციის სახლი. ანუ კორუფცია, როგორც მეტასტაზი, როგორც დამპალი ვაშლი ქართული ოცნების პირობებში მოედო მთელ ინსტიტუციებს. ამან განაპირობა ზუსტად მათ შორის ის, რომ ქართული ოცნების ლიდერების მხარდაჭერა ვარდება. რა თქმა უნდა ქართულმა ოცნებამ გააფუჭა ინსტიტუტები და შემდეგ ამან გამოიწვია ქართული ოცნების ლიდერების მხარდაჭერის ვარდნა იმიტომ, რომ მათ პერსონალური არაფერი გააჩნიათ. ხალხი ენდობოდა პრემიერ მინისტრს იმიტომ, რომ აირჩია და უნდა, რომ მან რამე გაუკეთოს. ხალხი ენდობოდა პოლიციას და შესაბამისად რეიტინგი ჰქონდა მინისტრს იმიტომ, რომ ენდობოდა რომ გააკეთებდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ყველაფერს საპირისპიროს. იზრდება კრიმინალი, უმუშევრობა, სიღარიბე, კორუფცია და პატრონი არ ჰყავს ქვეყანას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

 

სალომე უბირია





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics