2018-05-30 13:46:53, 1653 ნახვა
სამართალი
გავრცელებული ინფორმაციით, ხობში პირმა 2 ადამიანი მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა
ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, პირმა ორი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი, თავი მოიკლა.
სამივე გარდაცვლილს თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება.
როგორც „ექსპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გულისხმობს.
ავტორი: ,