23:52 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 10:14:14, 1044 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა ბავშვთა უფლებების დამცველებთან ერთად ბავშვთა მართლმსაჯულების მსოფლიო კონგრესი გახსნა

„არასრულწლოვანთა უფლებები − რეფორმები საქართველოში: წარმატებები და ნაბიჯები წინ" − იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 28 მაისს პარიზში ბავშვთა მართლმსაჯულების მსოფლიო კონგრესის გახსნაზე მოხსენებით წარდგა.

მინისტრმა ქვეყანაში ბავშვთა მართლმსაჯულების სფეროში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

თეა წულუკიანი შეეხო ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, რომელიც სპეციალურ, ბავშვებზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებას და განსაკუთრებულ მიდგომებს აწესებს ბრალდებულ, დაზარალებულ და მოწმე მოზარდებთან. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის ივნისში მიიღო და შედეგად ქვეყანაში 400-მდე ბავშვის ნაცვლად (2008 წ.) დღეს საპატიმროში 23 ბავშვია, რადგანაც პატიმრობა უკიდურესი ღონისძიებაა და პრიორიტეტი განრიდებასა და მედიაციას ენიჭება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებული მაგალითია და ის მზადაა, უპასუხოს არაერთ თხოვნას თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებ.

იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში მან ისაუბრა ბავშვთა რეფერირების ცენტრის შექმნაზე, რომელიც დაგეგმილია.

რეფერირების მექანიზმის კონცეფცია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საბჭოს სამუშაო ჯგუფმა  შეიმუშავა. როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხი 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე და როგორ უნდა დაეხმაროს ის რთული და პრობლემური ქცევის ბავშვებს, რათა დაიხსნას ისინი კრიმინალური სამყაროსაგან; როგორ უნდა მოხდეს ასეთი არასრულწლოვნების გამოვლენა, მათი საჭიროებების ანალიზი,  მათთვის კონკრეტული სერვისების შეთავაზება, სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვა და მათი ეფექტიანობის შეფასება − რეფერირების მექანიზმის კონცეფციაში დასახელებული თემებია გაწერილი.

ბავშვთა მართლმსაჯულების მსოფლიო კონგრესი 28-30 მაისს პარიზში იმართება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics