20:16 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 20:30:43, 1261 ნახვა

კომენტარი
პროკურორი - ჩვენ ვითხოვთ ორივე ბრალდებულის დამნაშავედ ცნობას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას

„ჩვენი პოზიცია არის ორივე ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში და კანონის სრული, შესაბამისი სიმკაცრით დასჯა“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა, მარიკა გოგოხიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დასკვნით სიტყვაში ბრალდების მხარემ ყველა ის მტკიცებულება მიმოიცილა, რაც საქმეშია.

„სამი საათის განმავლობაში სასამართლო ისმენდა ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას. ჩვენ მიმოვიხილეთ აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, რაც არსებობს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში. ჩვენ გამოვითხოვეთ სასამართლოდან ყველა სხდომის ოქმი, და მოვახდინეთ მოწმეთა მიერ გაჟღერებული თითოეული სიტყვის აკრეფა და სასამართლოში წარმოვადგინეთ უშუალოდ ის ფრაზები, ზოგიერთი ფრაზები ციტატასაც წარმოადგენდა. ეს იყო პირდაპირი მტკიცებულებები და ფაქტის შემსწრე პირთა მიცემული ჩვენებები.
დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოსდა ბრალდების მხარემ გამოიყენა ის მტკიცებულებები და ჩვენებები რომელიც არავის უთქვამს სასამართლო სხდომაზე, ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას და აღნიშნული შესაძლოა განპირობებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ დაცვის მხარეს არ მოსწონს ესა თუ ის კონკრეტული მტკიცებულება რომელიც საქმის მასალებში მოიპოვება. ჩვენ სასამართლოსგან ვითხოვთ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ჩვენი პოზიცია არის ორივე ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში და კანონის სრული, შესაბამისი სიმკაცრით დასჯა.
109-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით აქვთ წარდგენილი ბრალდება რაშიც ჩვენ ვითხოვთ მათ დამნაშავედ ცნობას. აღნიშნული ბრალდება 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თვითონ მუხლი კი უვადო თავისუფლების აღკვეთასაც. თუმცა, ამ შემთხვევაში გაიმართება ცალკე სასჯელის დანიშვნის სხდომა სადაც გათვალისწინებული იქნება მათი ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. შესაბამისად სასამართლო განსაზღვრავს, რა სასჯელი უნდა გამოიყენოს", - განაცხადა მარიკა გოგოხიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ხვალ განახლდება. ხვალინდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარდგება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics