2018-05-29 19:58:39, 1560 ნახვა
სამართალი
ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა
ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დიდი სიჩქარით მიმავალი მოტოციკლეტი „ფორდის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად მოტოციკლეტის მძღოლმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ,