23:21 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 15:28:42, 1467 ნახვა

სამართალი
მეზვრიშვილი: რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული ამ ვიდეოში, ფაქტია, რომ შეურაცხყოფას იქ ადგილი არ ჰქონია

„რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი: ფიზიკურ შეურაცხყოფას იქ ადგილი არ ჰქონია“, - ამის შესახებ შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ერთ-ერთი პატიმრის შესახებ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან განმარტა, საპროცესო მოქმედების მონაწილეები ყოველთვის თანხმობას არ აცხადებენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე და კანონი ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი მოქმედებები იძულებით ჩატარდეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია ასეთია: ის, რაც ახლა ხდება და რა ინფორმაციებიც ვრცელდება ადვოკატის მხრიდან, რომელიც თვითონ ესწრებოდა ამ საგამოძიებო მოქმედებას, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ფლობდა ამ ვიდეომასალას და გამოაქვეყნა წინასასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რა მოტივაცია შეიძლება, ამოძრავებდეს ადვოკატს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის უბრალოდ არაეთიკური საქციელი. არ შეიძლება პოლიციელების დისკრედიტაცია, სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრედიტაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ადამიანები კანონის სრული დაცვით მოქმედებენ. მე მესმის, რომ ამ ვიდეოში არის ბრალდებულის მხრიდან განწირული ხმით კივილი და ყვირილი. რამდენსაც არ უნდა ყვიროდეს ბრალდებული, ფაქტი ამ ვიდეოში არის ერთი: ფიზიკურ შეურაცხყოფას იქ ადგილი არ ჰქონია. პოლიცია მოქმედებდა და იყენებდა იძულების პროპორციულ ზომას იმ ბრალდებულის მიმართ, რომელმაც ნიმუშის აღებაზე უარი თქვა.  ამ ნიმუშის აღება აუცილებელი იყო იმისთვის, რომ დაგვედგინა, ჰქონდა თუ არა მას ყაჩაღობასთან რაიმე ფორმით შეხება. ეს იყო აუცილებელი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმისთვის. რაც ყველაზე მთავრია, ეს მოხდა სასამართლოს განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ პოლიციამ უფლებამოსილებას გადაამეტა - ზედმეტია. იგულისხმება სტანდარტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. სამწუხაროდ, საპროცესო მოქმედების მონაწილეები ყოველთვის თანხმობას არ აცხადებენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე და კანონი ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ ასეთი მოქმედებები იძულებით ჩატარდეს. ეს სწორედ ამ სახის შემთხვევა  იყო,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics