|
2018-05-29 09:28:45, 1293 ნახვა
საზოგადოება
1 წელი ჟურნალისტის გატაცებიდან - პარლამენტის შენობასთან აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გაუჩინარების ფაქტიდან ერთი წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები მუხთარლის მხარდამჭერ აქციას პარლამენტის შენობის წინ გამართავენ. აქცია 17:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორების თქმით, მუხთარლის სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ. „დაგეგმილი საპროტესტო აქცია დასტურია იმისა, რომ საქართველოში არსებობს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ზრუნავს ადამიანის უფლებებზე და მათ დასაცავად ერთიანდება. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ საქმის ეფექტურ გამოძიებას და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისიდან მიმდინარე წლის 29 მაისს გაიტაცეს. მოგვიანებით ის აზერბაიჯანის საზღვარზე "დააკავეს". მას ბრალი 3 მუხლით აქვს წარდგენილი: საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და კონტრაბანდა. ამასთან, გამოძიების ცნობით, მას ჯიბეში არადეკლარირებული 10 ათასი ევრო აღმოუჩინეს. აფგან მუხთარლის 12 იანვარს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლის საქმეზე საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჟურნალისტის ბაქოში დაკავება და გასამართლება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. აზერბაიჯანელი რედაქტორის გათავისუფლება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც მოითხოვა. მუხთარლი ოჯახთან ერთად საქართველოში 2 წლის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც ის აცხადებდა, ამის მიზეზი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მასზე ზეწოლის განხორციელება გახდა.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)