|
2018-05-28 16:53:02, 1544 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრს ბრიტანელი ექსპერტი სტუმრობდა
„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ეფექტიანობის გაზრდისა და პროგრამაზე მომუშავე სოციალური მუშაკების პროფესიული განვითარების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წარმომადგენლებთან ბრიტანელმა ექსპერტმა დენი კლარკმა ოთხდღიანი სამუშაო შეხვედრები გამართა. სამუშაო შეხვედრები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში არასრულწლოვნების რისკებისა და საჭიროებების შეფასებას, ასევე, ფსიქოლოგიური მომსახურების განვითარებას მიეძღვნა. შეხვედრები EU4Justice - პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდამჭერი პროექტის ხელშეწყობით გაიმართა. დენი კლარკმა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და განრიდების პროგრამებზე მომუშავე სოციალური მუშაკებს/ფსიქოლოგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ბრიტანელი ექსპერტი განათლებით ფსიქოლოგია, რომელიც რისკებისა და საჭიროებების შეფასების ფორმებზე, განმეორებითი დანაშაულის ალბათობის გასაზომ მეთოდოლოგიაზე მუშაობს. რისკისა და საჭიროების შეფასების ფორმები (RNA) დიდი ბრიტანეთის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში აქტიურად გამოიყენება. საქართველოს რეალობაზე მორგებისა და ადაპტირების მიზნით, ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ექსპერტები დენი კლარკი და სალომე ნამიჭეიშვილი ხელმძღვანელობენ. რისკისა და საჭიროების შეფასების ინსტრუმენტი წარმოადგენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში ბენეფიციარის შეფასების ფორმას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ალბათობის რაოდენობრივი მახასიათებელი; მიღებული შედეგი კი მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციო მომსახურების დაგეგმვის პროცესში. კერძოდ, საუბარია შეფასდეს ბენეფიციარისთვის მიწოდებული მომსახურების გავლენა; განისაზღვროს ბენეფიციარის მდგომარეობა სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვამდე და პროგრამის გავლის შემდეგ და სხვა. როგორც ცნობილია, 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა. პროგრამას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანია განმეორებითი დანაშაულის განმაპირობებელი ფაქტორების შემცირება და საზოგადოების დაცვა რეციდივისგან.
(NS)
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)