|
2018-05-26 18:58:15, 1539 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მეგობარი ქვეყნებისგან
2018 წლის 26 მაისი არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო საუკუნეების მანძილზე, საქართველოს აქვს ყველაზე მასშტაბური მხარდაჭერა იმ მისწრაფებებში, რაც ქვეყანას ისტორიულად აქვს - ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ბრძოლა თავისუფალი არჩევანისთვის და ბრძოლა ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის. „საქართველოს სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ 2018 წლის 26 მაისს, სრულიად განსაკუთრებული როლი უკავია ამ მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, როდესაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ კიდევ ერთი მცდელობა, საქართველო დაბრუნებულიყო თავის ისტორიულ ოჯახში, დაბრუნებულიყო ევროპაში. სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციამ მათ არ მისცა საშუალება, ბოლომდე შეესრულებინათ თავის მისია, მაგრამ ჩვენს თაობას აქვს სრულიად უნიკალური შანსი და ამავე დროს, პასუხისმგებლობა, რომ წინაპრების დაწყებული გზა ბოლომდე მივიყვანოთ და მივიყვანოთ წარმატებით. დღეს ვარ ძალიან ბედნიერი, ისევე როგორც საქართველოს ყველა მოქალაქე, როდესაც ვხედავ ასეთ ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, 2018 წლის 26 მაისი არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან. „2018 წელი ფინანსთა სამინისტროსთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვახორციელებთ ბევრ რეფორმას. მათი ნაწილი უკვე ცნობილია და ძალაში შევა მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან. ამასთან ერთად, ჩვენ ზაფხულში დავაანონსებთ კიდევ რამდენიმე რეფორმას, რომელიც ძალაში 2018 წლის შემოდგომიდან შევა. საქართველო დღეს არის განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ბაზარზე გვჭირდება ისეთი წესები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, საქართველოში მივიღოთ ინკულიზიური ეკონომიკური ზრდა, ისეთი ზრდა, რომელიც შეეხება თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. საქართველოში ჩვენ, საწუხაროდ კიდევ გვაქვს სიღარიბის პრობლემა, მაგრამ თითოეული ჩვენი რეფორმა მიმართულია ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევისკენ - საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
(NS)
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)