|
2018-05-26 13:57:03, 1403 ნახვა
კომენტარი
სომხეთის პრეზიდენტი: მრავალი ასეული წელია ვცხოვრობთ როგორც დები და ძმები და არასოდეს გვქონია რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი
სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა. როგორც სარქისიანმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სომხები და ქართველები მრავალი ასეული წლის განმავლობაში როგორც ძმები და დები ისე ცხოვრობდნენ და რაიმე მნიშვნელოვანი გაუგებრობა არასოდეს ჰქონიათ. „ძვირფასო დებო და ძმებო, საქართველოს მოქალაქეებო, ჩემთვის დიდი სიამოვნებაა თქვენ შორის ვიყო დღეს ამ შესანიშნავ დღეს. ამ შესანიშნავი დღესასწაულის დროს, როცა ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავს. ორი ერი ქართველები და სომხები, ინაწილებენ და იზიარებენ ამ დღესასწაულს. 28 მაისს ჩემი ერიც იზეიმებს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. მაგრამ ჩვენი ორი ერი არამხოლოდ ასი წლის მანძილზე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, არამედ ათასწლოვანი ისტორია გაგვაჩნია. ჩვენ ვიზიარებთ უამრავ რამეს რაც გვაქვს საერთო ნამდვილად. ჩვენ ვცხოვრობთ როგორც დები და ძმები ერთმანეთის გვერდით. ეს ორი ერი ცხოვრობს ერთად, იბრძვის ერთად თავიანთი დამოუკიდებლობისათვის და ღირსებისათვის მრავალი ასეული წლის მანძილზე და არასდროს არ გვქონია ჩვენ რაიმე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა ჩვენ შორის. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ღირებულება გახლავთ და იმ ახალი თაობებისთვის არის მაგალითი, რომლებიც საქართველოში და სომხეთში ცხოვრობენ“,- განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა. სარქისიანმა საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას მოპატიჟებისა და სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა. „განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამ მშვენიერ ქალაქს, თბილისს. მრავალი წლის მანძილზე თბილისი, “ტიფლისი“ იყო სამხრეთ კავკასიის კულტურული ცენტრი. ეს იყო ქალაქი, სადაც ქართველები, სომხები და მრავალი სხვა ერის წარმომადგენელი ცხოვრობდა ერთად, ჰარმონიულად და იზიარებდა ყველაფერს, ყოველდღიურ ცხოვრებას, კულტურას, საკვებს და რასაკვირველია, ქართველები და სომხები იზიარებენ საერთო რელიგიას. ჩვენ ორივენი ვდგავართ ქრისტიანობის საწყისებთან. ჩვენ ასეთი ქვეყნები ვართ, ეს ჩემი ქალაქია, ჩემი მეუღლის, ჩემი ბებიებისა და ბაბუების. ასეთ ქალაქში ჩამოვედი მე. თბილისს აქვს ძალიან ბევრი საერთო მრავალ კულტურასთან. ეს არის შესანიშნავი ქალაქი, ქართველ მცხოვრებლებს შორის მრავალი საუბრობს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის სომხები-სომხურად. დღევანდელი რეალობა გვავალდებულებს არა მხოლოდ შევინარჩუნოთ, არამედ განვავითაროთ და გავამრავლოთ ჩვენი ღირებულებები და მიღწევები, შევქმნათ ის ახალი, რაც ღირსი იქნება მოხსენიების და რატომაც არა, ასევე მიბაძვის. ჩვენი ყველა ძალისხმევა მიმართულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ. გილოცავთ, გისურვებთ, მშვიდობას კეთილდღეობას და ყოველგვარ სიკეთეს“,- აღნიშნა მან. გამოსვლის ბოლო სომხეთის პრეზიდენტმა საზოგადოებას ქართულად მიმართა: „გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს სომხურ-ქართულ მეგობრობას!“, - განაცხადა სარქისიანმა.
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)