|
2018-05-26 12:53:25, 1347 ნახვა
კომენტარი
იუნკერი: 1918 წელს ქართულმა ერმა უპირატესობა დემოკრატიას მიანიჭა - თქვენ ყოველთვის იყავით ევროპის ნაწილი
ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპული საზოგადოებისთვის ისტორიული მომენტია. როგორც იუნკერმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიღძვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. "ეს ისტორიული მომენტია მთელი ევროპული საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლა არის დაუსრულებელი გზა და საქართველოს აქვს ამბიცია, რომ ევროპისკენ სვლა გააგრძელოს. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ აიღოთ თქვენი მომავალი საკუთარ ხელში და არასდროს შეჩერებულხართ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. საბოლოო ჯამში თქვენ ყველაფერს მიაღწიეთ. მინდა ვთქვა, რომ მთელი საუკუნის განმავლობაში საქართველომ აამაღლა ის სულისკვეთება, რომელიც 1918 წლის 26 მაისს იქნა მიღებული ეროვნულ დონეზე. საბოლოო ჯამში საქართველომ თანამედროვე ბილიკზე სვლა დაიწყო. ქვეყანამ საკუთარი მომავალი თავისუფლების და დემოკრატიის პრინციპებზე ააშენა, გაითავისა ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპები. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები და მისწრაფება. ჩვენთვის ეს არის თავდადებული მოღვაწეობის შედეგი. საქართველომ გაიზიარა ის ღირებულებები რომელთა შედეგადაც თქვენი ქვეყანა არის იქ სადაც ახლაა. დემოკრატია გახლავთ ის გზა, რომელსაც ქართულმა ერმა უპირატესობა მიანიჭა 1918 წელს და დღესაც ეს სულისკვეთება განსაზღვრას თქვენი ქვეყნის მომავალს. საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ და ევროპის ნაწილი იყო, გეოგრაფიულადაც ხართ დაკავშირებული ევროპასთან. იწყება ახალი თავი ჩვენს ურთიერთობაში. ევროკავშირმა მუდამ უნდა გამოუგზავნოს საქართველოს მესიჯი რომ ეს ყველაფერი არის სრულიად გამართლებული. არ შევწყვეტთ დახმარებას და გავაგრძელებთ იმის მხარდაჭერას რაც უკვე აშენებულია. ასი ათასობით ქართველმა გასულ წელს შეძლო ევროპაში სტუმრად ჩასულიყო - იმედი მაქვს, რომ მრავალი სტუდენტი ჩამოვა ევროპაში რათა ცოდნა აიმაღლონ. ჩვენ მუდამ გავუწვდით ხელს ერთმანეთს, მუდამ დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა იუნკერმა.
ესპანეთის ქალაქ ბილბაოში ანტიფაშისტური საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ არეულობა დაიწყო
2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა, ჰოლანდს და დემბელეს გაუსწრო
ჰარი კეინმა ოქროს ბურთი მოიგო
ტრამპმა ირანთან ზაფხულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დროის ფუჭად კარგვა უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)